ბათუმი ისევ ღირსეულად დახვდება მსგავს საოკუპაციო შინაარისის გემებს და პასუხს გასცემს - კუპრაძე

29.07.23 13:16
ბათუმი ისევ ღირსეულად დახვდება მსგავს საოკუპაციო შინაარისის გემებს და პასუხს გასცემს - კუპრაძე

ბათუმი ისევ ღირსეულად დახვდება მსგავს საოკუპაციო შინაარისის გემებს და პასუხს გასცემს - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, საზოგადოების პროტეტსი მნიშვნელოვანია, რათა გაჩნდეს განცდა, რომ "ქართული ოცნება და მისი პრორუსული საცეცები, ზოგჯერ გემით, ზოგჯერ თვითმფრინავით, ზოგჯერ პოზნერით და რუსი პროპაგანდისტებით არის მარტივად გასაპროტესტებელი, თუ საზოგადოება ერთად დადგება".

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვეღარ გაბედავენ ჩამოსვლას, იმიტომ, რომ ბათუმი ისევ ღირსეულად დახვდება მსგავს საოკუპაციო შინაარისის გემებს და პასუხს გასცემს. დისკომფორტი, რომლის შექმნაც შეუძლია საზოგადოებას, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ გაჩნდეს განცდა, რომ ქართული ოცნება და მისი პრორუსული საცეცები, ზოგჯერ გემით, ზოგჯერ თვითმფრინავით, ზოგჯერ პოზნერით და რუსი პროპაგანდისტებით არის მარტივად გასაპროტესტებელი, თუ საზოგადოება ერთად დადგება და გააპროტესტებს ამ ყველაფერს". - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

31 ივლისი 6 საათი - საპორტესო აქცია დაანონსებულია. პროტესტის ეპიცენტრი ბათუმის პორტი იქნება, სადაც საკრუიზო გემი ოკუპანტი ქვეყნიდან 800-ზე მეტ ადამიანს ჩამოიყვანს. 

უკვე ცნობილია, რომ „ასტორია გრანდეს“ მგზვარები რუსი პროპაგანდისტები და ომის მხადამჭერი არტისტები იქნებიან. მათ შორის იქნება უკრაინის და ლატვიის  მიერ სანქცირებული მიტია ფომინი, მომღერალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის ღია მხარდამჭერი და პუტინის მეხოტბეა.

 

მსგავსი სიახლეები