იმედი გვაქვს, ამერიკის ახალი ელჩი დიდ როლს შეასრულებს ივანიშვილის დასანქცირების დაჩქარებაში - ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შლავა ნათელაშვილი ამერიკის ახალ ელჩს საქართველოში ივანიშვილის დასანქცირების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
ნათელაშვილი ასევე მადლობას უხდის აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელამც ვადამდე ადრე გაიწვია კელი დეგნანი.
"მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელმაც გაითვალისწინა მათ შორის ჩვენი თხოვნა, ვადამდე გაეწვია ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 2020 წლის გაყალბებული არჩევნების დაკანონებაში.
მე მინდა ვუსურვო ახალ ელჩს წარმატეები, წარსულის შეცდომების გათვლისწინება. იმედი მაქვს ახალი ელჩი დიდ როლს შეასრულებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში და პლუს, ივანიშვილის დასანქცირების დაჩქარებაში, რასაც მაქსიმალურად აფერხებდა მოქმედი ელჩი. იმედი გვაქვს, რომ აქ დანიშნული ელჩი და სტრატეგიული პარტნიორები არ გაუწევენ ლობირებას იმ ხელისუფლებას, რომელიც ამის ღირსი არ არის.". - განაცხადა ნათელაშვილმა.