გამოუძიებელი საქმეების უკან დგანან კონკრეტული ადამიანები, რომელსაც ხელისუფლება ხელს აფარებდა - ბესელია

29.07.23 15:37
გამოუძიებელი საქმეების უკან დგანან კონკრეტული ადამიანები, რომელსაც ხელისუფლება ხელს აფარებდა - ბესელია

გამოუძიებელი საქმეების უკან დგანან კონკრეტული ადამიანები, რომელსაც ხელისუფლება ხელს აფარებდა - ამის შესახებ "ოცნებიდან" წამოსულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამა განაცხადა. 

ბესელიას თქმით, ეს კონკრეტული ადამიანები ან სასამართლო სისტემაში ან საკანონმდებლო ორგანოში არიან დასაქმებულები. 

ვისი საქმეებიც არ არის გამოძიებული, ვისი საქმეებიც თაროზე დარჩა შემოდებული, იმ საქმის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები, ან სასამართლო სისტემაში არიან ან შეიძლება დღეს საკანონმდებლო ორგანოში, ვის გამოც ამ საქმეების გამოძიება არ ხდებოდა. ხელს აფარებდა ხელისუფლება ამ ადამიანებს". - ამბობს ეკა ბესელია. 

საქმის გამყალბებელი ძალოვანები „ქართული ოცნების„ სამსახურში - სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე პოკურატურამ გახსნილად გამოცხადა. რიგითი  სპეცრაზემელები დააკვეს, თუმცა საქმის გამყალბებელი   პირები დააწინაურეს და ისინი ახლა სახელმწიფო ინსტიტუტების მაღალ თანამდებობაზე არიან.

როინ შავაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რიგითი სეპცრაზმელები კი განაჩენს ელოდებიან.  10 ბრალდებულიდან სხდომათა დარბაზში დღეს რვას მიიყვანენ, ორი გაქცეულია. ეს საქმე პროკურატურამ მეორედ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოიძია. სტრასბურგმა ყოფილი ჯარისკაცის მკვლელობის საქმეზე სიცოცხლის უფლების ხელყოფა დაადგინა.

როინ შავაძე 2008 წელს ჯერ ჯაშუშობის ბრალდებით დააკვეს, შემდეგ კი პროკურატურის ვერსიით მაშინდელი კუდის თანაშრომლებმა სავატომობილო გზაზე ჩაცხრილეს. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

მსგავსი სიახლეები