როცა ხელისუფლება თვალს ხუჭავს ამ ყველაფერზე, ის თვალს ხუჭავს ოკუპაციაზე და ეგუება მას - რუხაძე რუსულ კრუიზზე
ექსპერტები ამბობენ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ კრუიზით ჩამოსული რუსები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ აფხაზეთში არიან ნამყოფები, დარღვეული აქვთ თუ არა კანონი ოკუპაციის შესახებ.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი და ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ როდესაც ხელისუფლება თვალს ხუჭავს ამ ყველაფერზე, ის თვალს ხუჭავს ოკუპაციაზე.
პირდაპირ აღიარებენ, რომ ისინი ნამყოფები არიან აფხაზეთში და ზუგდიდის გავლით არ იქნება ხომ ეს ამბავი? შესაბამისად, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან, რომ ეს ადამიანები დააკავონ, გამოიკვლიონ, დარღვეული აქვთ თუ არა კანონი ოკუპაციის შესახებ. როცა საქართველოს ხელისუფლება თვალს ხუჭავს ამ ყველაფერზე, ის თვალს ხუჭავს ოკუპაციაზე, ის ეგუება ოკუპაციას. კრუიზი, რომელიც ჩამოვა 31-ში, ზუსტად იმ მიმართულებით უდნა გაუშვან ქართველმა ხალხმა, რა მიმართულებიტაც გაუშვეს წინა კრუზი და რა მიმართულებითაც უკრაინელებმა გაუშვეს რუსული ხომალდი". - ამბობს გიორგი რუხაძე
31 ივლისი 6 საათი - საპორტესო აქცია დაანონსებულია. პროტესტის ეპიცენტრი ბათუმის პორტი იქნება, სადაც საკრუიზო გემი ოკუპანტი ქვეყნიდან 800-ზე მეტ ადამიანს ჩამოიყვანს.
უკვე ცნობილია, რომ „ასტორია გრანდეს“ მგზვარები რუსი პროპაგანდისტები და ომის მხადამჭერი არტისტები იქნებიან. მათ შორის იქნება უკრაინის და ლატვიის მიერ სანქცირებული მიტია ფომინი, მომღერალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის ღია მხარდამჭერი და პუტინის მეხოტბეა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 28 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.
ამ ფაქტის შემდეგ ქუჩაში გამოვიდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. მათ ჰქონდათ ბანერები, ფრაზებით "რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს".