ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კაპიტალის შესაძლო შემოდინება კატასტროფული შედეგების მატარებელი იქნება - გეგელია
რა იცვლება ანაკლიის პორტში ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ? - აშენდება თუ არა ანაკლიაში ამერიკულის ნაცვლად ჩინური პორტი? - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კაპიტალის შესაძლო შემოდინება კატასტროფული შედეგების მატარებელი იქნება.
გეგელიამ ასევე პირდაპირ და ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოში, ჩინეთის შესაძლო გაძლიერება, რუსეთის გაძლიერებას ნიშნავს, რადგან ეს ორი სახელმწიფო სტრატეგიული პარტნიორია.
ჩინეთი და რუსეთი, ბევრი თვალსაზრისით არიან პარტნიორები. შესაბამისად, საქართველოში ჩინეთის შესაძლო გაძლიერება, ამავე დროს არის ჩინეთის მეგობრის, რუსეთის გაძლიერებაც. ძალიან ხშირად, ჩინეთს და რუსეთს გააჩნიათ საერთო პოლიტიკა დასავლური უსაფრთხოების პოლიტიკის წინააღმდეგ, ამიტომაც, თუ ჩვენს სპეციფიკურ კონტექსტებს ავიღებთ, ბუნებრივია, ჩინეთის გაძლიერებას ექნება რუსეთის გაძლიერების ეფექტიც. ისეთი ტიპის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში, როგორიცაა, მათ შორის ანაკლია და არა მხოლოდ ანაკლია, იქ ჩინური კაპიტალის შესაძლო შემოდინება, ეს იქნება კატასტროფული შედეგების მატარებელი". - ამბობს გეგელია.
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მყარდება - ასეთი განცხაება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ სი ძინპინიმ, რაც საქართველოში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.