გიორგი გახარია დღეს პარტიის პრეზენტაციას გამართავს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკურ პარტიას დღეს დააფუძნებს. პარტიის სახელწოდებაა "საქართველოსთვის". პრეზენტაცია "ექსპო-ჯორჯიაში" 17:00 საათზე გაიმართება. პარტიის პრეზენტაციაზე მიწვეულია 400 სტუმარი მათ შორის საქართველოში აკრედიტებული ელჩები. პრეზენტაციის პარალელურად გარეთ აქტივისტები აქციას გამართავენ.
გახარიამ პრემიერის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.