ღარიბაშვილ-სი ძინპინის შეხვედრა - აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ ინტერპელაციის წესით პრემიერი და დარჩიაშვილი დაიბარონ

29.07.23 18:02
ღარიბაშვილ-სი ძინპინის შეხვედრა - აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ ინტერპელაციის წესით პრემიერი და დარჩიაშვილი დაიბარონ

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ვარაუდობს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლოა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ყოფილიყო საუბარი.

აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილ-სი ძინპინის შეხვედრის დეტალები გასარკევავად, ინტერპელაციის წესით დაიბარონ  საქართველოს საგარეოს საქმეთა და პრემიერ-მინისტრი.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ჩინეთს ჰქონდა ინტერესი. ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ ეს სწორედ უკავშირდება ანაკლიის პორტს. არ გამოვრიცხავთ, რომ ინტერპელაციის წესით დავიბაროთ საგარეოს საქმეთა და პრემიერმინისტრი ამ საკითხზე. ანაკლიის პორტზე იქნება სავარაუდოდ, არა მხოლოდ ჩინეთის ინტერესები, არამედ მუშაობა ინვესტიციასთან დაკავშირებით". - ამბობს აქუბარდია. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მყარდება - ასეთი განცხაება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ სი ძინპინიმ, რაც საქართველოში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

მსგავსი სიახლეები