"ოცნების" ჩინოვნიკმა მძინარე ნათესავი რკინის კეტით სცემა, ფეხები დაუმტვრია და ციხეში იქით გაუშვა
"ქართული ოცნების" სანდო კაცმა საგარეჯოში, იოსებ მარხვაშვილმა საკუთარი მძინარე ბიძაშვილი, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერ დადიოდა, რკინის ხელკეტით ლოგინში სცემა.
მარხვაშვილი საკუთარი ბიძიაშვილზე თავდასხმისთვის არ დაუკავებიათ, ნაცემ ნათესავს იქით უჩივლა და ციხეში რვა წლით გააშვებინა. "შაბათი ეთერის" მოპოვებული დოკუმენტებით ფარდა ეხდება კრიმინალურ ისტორიასაც რომელსაც მმართველი პარტიის გუნდის წევრი საგულდაგულოდ მალავს.
სისხლიან გარჩევა აღდგომის ღამეს საგარეჯოში, ერეკლეს ქუჩაზე მოხდა. 2022 წლის 24 აპრილს, აპრილს იოსებ მარხვაშვილის მის ბიძაშვილთან, სახლში სალაპარაკოდ მივიდა. ნათესავებს მიწის ნაკვეთის გამო დავა ჰქონდათ. მასპინძელმა სტუმარს სუფრა გაუშალა, მერის წარმომადგენელმა ალკოჰოლი მიიტანა, დალიეს და წლების წინ დაწყებული კონფლიქტის გარჩევა დაიწყეს. იკამათეს თუმცა ჩხუბი არ მომხდარა.
მოვლენები კრიმინალური ფილმის სცენარით ამის შემდეგ ვითარდება. კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ "ქართული ოცნების' წევრი, ბიძაშვილის სახლში დაახლოებით ერთ საათში ბრუნდება, რკინის ხელკეტით შეიარაღებული. სახლში, სადაც ზაქრო მარხაშვილს უკვე სძინავს. ოცნების ადგილობრივი ლიდერი უკანა კარიდან შედის, ლოგინში მყოფ ახლო ნათესავზე თავდასხმას იწყებს.
ზაქრო მარხვაშვილს ოჯახის მტკიცებით, მერის წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკულად არ შეეძლო - მას მძიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, რის გამოც დამოუკიდებლად ხელჯოხის გარეშე ვერ გაადვილდებოდა, ფეხზე ჰქონდა რკინის სამაგრები. ეს იოსებ მარხვაშვილმაც იცოდა -ამიტომ დაკავებულის ცოლის მტკიცით პირველი რაც თავდამსხმელმა გააკეთა, ნათესავს ხელჯოხები გადაუყარა რომ არ გაქცეულიყო.
ოჯახის წევრების მტკიცებით, ლოგინში ფეხმოტეხილი კაცი სიკვდილისთვის იყო განწირული, ამიტომ აუცილებელი მოგერიების მოტივით ტუმბოდან, ძველი ხილის საჭრელი დანა აიღო და იქნევდა რომ თავდამსხმელი გაანეიტრალებინა, ამ დროს იოსებ მარხვაშვილი დაიჭრა.
„შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ ფოტოებში დეტალურად ჩანს ის დაზიანებები, რომელიც "ქართული ოცნების" წევრმა საკურა ბიძაშვილს მიაყენა. სილურჯეები და გემატომები ფაქტობრივად მთელს სხეულზე, ჭრილობა თავში და მოტეხილი მუხლი -ამ მდგომარეობაში მიატოვა მაღალჩინოსანმა ბიძაშვილი და ტერიტორია დატოვა. ნაცემმა მამაკაცმა კი ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა საბოლოოდ ციხეში თავად აღმოჩნდა.
სასტიკად ნაცემ ზაქრო მარხვაშვილს საჯარო მოხელის ჩვენების საფუძველზე პოლიციამ ხელბორკილები იმავე დღეს კლინიკაში დაადო და ბრალი, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს.