სიჩუანის პროვინციასა და აჭარის ავტონომიურ რესბუპლიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
სიჩუანის პროვინციასა და აჭარის ავტონომიურ რესბუპლიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მოეწერა.
დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობების გარღმავებაზე ისაუბრეს. მათ შორის, ლაპარაკია ტურისტული მიმართულების გაუმჯობესებაზე და ტექნოლოგიების საკითხებში თანამშრომლობაზე.