"ოცნება" მოძალადეებს ხელს აფარებს, რადგან ისინი არჩევნებისთვის სჭირდება - ირაკლი კუპრაძე
"ქართული ოცნება" მოძალადე სისტემად ცამოყალიბდა, - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სამტავრობო დაცვის მიერ მოქალაქის ცეის ფაქტს.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს, რადგან ისინი საარჩევნოდ ამომრჩეველზე ზეწოლასა და დარბევებისთვის სჭორდება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქცა მოძალადე სისტემად, რომელიც ძალადობს ადამიანებზე. ყოფით ცხოვრების პრობებში ძალადობს ყველგან: სახელმწიფო ინსტიტუტებში, ქუჩებში, ბასლაინებზე, ავტობუსებში, სკოლებში, საჯარო უწყებებში, ყველგან საერთოდ და ყველა ასეთი მოძალადე რჩება დაუსჯელი. ამის მთავარი მიზანია ის, რომ ეს მოძალადეები არიან „ქართული ოცნების“, ივანიშვილის მთავარი ძალა არჩევნებისთვის და იმისთვის, რომ დააშინონ საზოგადოება, ეს ხელისუფლება წამსვლელია ყველა ტიპის დანაშაულზე. მათ ექნებათ მცდელობა, რომ ხელი დააფარონ მოძალადეებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ და შეინახონ ეს ადამიანები მთავარი ბრძოლისთვის, რაც იქნება არჩევნებისთვის, დარბევები, გაყალბება, ზეწოლა ქუჩებში, ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
მაღალჩინოსნების სამთავრობო დაცვამ მოპედის მძღოლი სასტიკად სცემა, ფაქტის ამსახველი ვიდეო-კადრები "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერმა მოიპოვა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 19 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, 22:54 საათზე მოხდა.
მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ რუსთაველის მეტროდან თავისუფლებისკენ მიმავალ სამთავრობო ესკორტის მანქანას "ბასლაინზე" გადასვლა უნდა, რაშიც მას ხელს მოპედით მოძრავი მძღოლი უშლის. სწორედ ამ დროს, ავტომობილებიდან სამთავორბო დაცვის წევრები გადმოდიან და მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდებიან.