კრემლი და "ოცნება" ერთ პროპაგანდას ეწევიან - ირაკლი კუპრაძე

30.07.23 15:44
კრემლი და "ოცნება" ერთ პროპაგანდას ეწევიან - ირაკლი კუპრაძე

კრემლი და "ოცნება" ერთ პროპაგანდას ეწევიან -  ასე აფასებს  "ლელოს" გენერალური მდივანი რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, თითქოს ანტირუსულ აქციაზე მხოლოდ ოპოზიცია დგას. ირაკლი კუპრაძის თქმით, რეალურად, საქართველოს მოსახლეობის 90% -ში ანტირუსული განწყობებია, ხოლო ქვეყენაში პუტინის შემოსვლა მხოლოდ ივანიშვილის ბანდას და მოსახლეობის 3%-ს სურს. 

კრემლი და „ქართული ოცნება“ ერთობლივი პროპაგანდით ცდილობენ, თითქოსდა საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ადამიანები დგანან ანტირუსულ და ანტიპუტინისტურ ასქციებზე. ეს არის ტყუილი. კი, ოპოზიცია არის ამ აქციების ორგანიზატორი და ამით ვამაყობ და ამას ხმამაღლა ვამბობთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ აქციებზე და ამ აზრს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 90%. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბანდის და 3% პრორუსული მოსახლეობის ინტერესებს, რომელთაც უნდათ, პუტინის შემოსვლა და საქართველოს არა მხოლოდ 20%-ის, არამედ 100% ოკუპაცია, - ამბობს კუპრაძე. 

მსგავსი სიახლეები