პაპილომას საწინააღმეგო ვაქცინა ფუჭდება - რატომ არ იცრებიან საქართველოში?
ვაქცინა, რომელიც ადამიანს კიბოსგან იცავს, საქართველოში ნაგავში უნდა გადაყარონ. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი მხოლოდ იმიტომ ფუჭდება, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებამდე ინფორმაცია არ მიიტანა. მოსახლეობის უმრავლესობამ საერთოდ არ იცის, რომ 9-დან 26 წლამდე გოგონებში ვაქცინაცია მძიმე დაავადების პრევენციის ერთადერთი და უალტერნატივო გზაა.
რეკომენდაციაა გაცემული 10-დან 12 წლამდე ბიჭების აცრაზეც, მაგრამ ეს ცნობა დაავადებათა კონტროლის ცენტრისს ოფიციალურ საიტზე არ იძებნება. აცრა უფასოა, თუმცა მსურველი არაა.
რატომ არ იცრებიან საქართველოში? ირკვევა, რომ ძირითად შემთხვევაში ვაქცინაზე უარს მოქალაქეები სწორედ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ამბობენ.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.