რუს პროპაგანდისტებს ყველგან მივაკითხავთ და დისკომფორტს შევუქმნით - გიორგი მუმლაძე
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუს პორპაგანდისტებს დისკომფორტი შევუქმნათ, - ამის შესახებ ენმ-ს სამდივნოს წევრმა გიორგი მუმლაძემ ბათუმში, საპროტესტოა აქციაზე ყოფნისას განაცხადა. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეები რუს ოკუპანტებს მიაკითხავენ ყველგან, სადაც ისინი წავლენ და სიამოვნებას "ჩაუშხამებენ".
გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რუსული გემი ქართულ პორტში მეორედ ვეღარ უნდა შემოვიდეს.
რაც ხდება, ეს არის კატასრტოფა, რომ აი, ამ რაოდენობის პოლიცია, სპეცრაზმი იცავს რუს ოკუპანტებს. ეს არის მართლა ღიებულებათა ომი, იცავენ ჩვენს მტრებს, ამიტომ ჩენმა მტრებმა უნდა იგრძნობ, თუ რუსული ხელისუფლება მათ იცავს და თავზე ხელს უსვამს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხს შევუქმნათ დისკომფორტი. რუსმა ოკუპანტებმა ტერორისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი მათ არ დახვდება ხელგაშლილი და ყველგან, სადაც არ უნდა მივიდნენ, ბოტანიკური ბაღი იქნება თუ რომელიმე რესტორანი, მვადგებით და მათ ჩავიშხამებთ ყველაფერს. ეს გემი მეორედ ვეღარ უნდა შემოვიდეს, ისეთ დღეში უნდა ჩავაგდოთ ეს ხალხი. ყველაფერს ვცდილობთ იმ მეთოდებით რაც ჩვენს ხელთ არის, თუმცა სამარცხვინოა, როცა ქართული პოლიცია ემსახურება რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს და მოსკოვიდან პირდაპირ დირექტივას ასრულებს, რომ აი, ეს ფაშისტები, რაშისტები დაიცავს ყველა მეთოდებით, - ამბოს გიორგი მუმლაძე.