გახარიას შემოსვლა პოლიტიკურ ველზე მისთვის საკმაოდ მძიმე იქნება - სერგო ჩიხლაძე

29.05.21 13:04
გახარიას შემოსვლა პოლიტიკურ ველზე მისთვის საკმაოდ მძიმე იქნება - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება, რადგან ის "ოცნების" სახე იყო. 

გახარიას შემოსვლა პოლიტიკურ ველზე მისთვის საკმაოდ მძიმე იქნება პოლიტიკურად, როგორ მოახდენს პოზიციონერებას, რა პოზიციები ექნება მას თუნდაც "ქართულ ოცნებასთან", ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. თუ მას სურს ოპოზიციონერობა ვისი ოპოზიცია იქნება. ბოლო 3 თვეს თუ არ ჩავთვლით, თვითონ იყო სახე "ოცნების", - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.  

მსგავსი სიახლეები