მნიშვნელობა არ აქვს ხმელეთით შემოვა თუ ზღვით, ქართველები მათ არ მიესალმებიან და გამოთქვამენ პროტესტს - დეგნანი

31.07.23 12:50
მნიშვნელობა არ აქვს ხმელეთით შემოვა თუ ზღვით, ქართველები მათ არ მიესალმებიან და გამოთქვამენ პროტესტს - დეგნანი

"არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსების შემოსვლას, მაშინ როდესაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას", - ასე აფასებს ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსული ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას.

კელი დეგნანის შეფასებით, მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთს ოკუპირებული აქვს, პროტესტი გამართლებულია და გამოხატვის უფლება კონსტიტუციითაა დაცული.

არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენეს. არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსების შემოსვლას, მაშინ როდესაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, მაშინ როდესაც ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლით ის ოჯახებს ყოფს, მაშინ როდესაც აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან თვეობით ჰყავთ ტყვეობაში და არ უშვებენ. ასევე, მნიშვნელობა არ აქვს ხმელეთით შემოვა თუ ზღვით, რა თქმა უნდა, ქართველი მოსახლეობა მათ არ მიესალმება და ისინი გამოთქვამენ პროტესტს, რაც გახლავთ კონსტიტუციით დაცული უფლება და ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან და გამოხატავენ პროტესტს", - განაცხადა დეგნანმა.

დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო. 

მსგავსი სიახლეები