განსხვავება რა არის, ვინც შემოდის ავტომანქანით და გემით, ეს უნდა ახსნან - მაჭარაშვილი
"განსხვავება, ვინც შემოდის ავტომანქანით, თვითმფრინავით და გემით, რა არის, ეს იქნება რუსეთის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ეს უნდა ახსნან," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილი ითხოვს განმარტებას, რა განსხვავებაა რუსი ტურისტი გემით შემოვა თუ თვითმფრინავით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კვლავ ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს პროვოკაციების მოწყობა უნდათ. მაჭარაშვილის კრიტიკის სამიზნე დასავლელი პარტნიორებიც არიან.
რადიკალურ ოპოზიციას სურს აქ პროვოკაციები და მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განმარტებებიც ხელს უწყობს ამას. განსხვავება, ვინც შემოდის ავტომანქანით, თვითმფრინავით და გემით, რა არის, ეს იქნება რუსეთის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ეს უნდა ახსნან," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.