იმ გემზე არიან სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები, მათ შორის, ალბათ, რუსეთის მოქალაქეებიც - ქადაგიშვილის განმარტება
რუსული ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ცდილობს ახსნას, რომ რუსულ ლაინერზე, რომელიც სოჭიდან ბათუმში შემოვიდა, რუსეთის მოქალაქეების გარდა, სხვა ქვეყნის ტურისტებიც იმყოფებიან.
ქადაგიშვილი პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს პროვოკაციის მოწყობის მიზანი აქვთ.
იმ გემზე არიან სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები, მათ შორის, ალბათ, რუსეთის მოქალაქეებიც. გამომდინარე აქედან, ვიცით სურათი რაშიც არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა დააზიანოს, პროვოკაცია მოაწყოს და ამას გართულება მოჰყვეს. რუსი ტურისტი მათთვის მისაღები იყო, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლების სათავეში," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.