დედოფლისწყაროს ბაზრის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია სახელმწიფოს თითქმის 2 მილიონი უჯდება
დედოფლისწყაროს მერიამ ცენტრალური ბაზრის და მისი მიმდებარე ტრიტორიის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ბაზრის რეაბილიტაციისთვის მილიონ 640 ათასზე მეტი ლარია გათვალისწინებული.
ეს ადგილი კერძო მესაკუთრებას ეკუთვნის, ამიტომ ჩნდება კითხვა სახელმწიფო ფულით რატომ უნდა მოწესრიგდეს ბაზარი. ოპოზიციიის ინფორმაციით, მფლობელი პრემიერ-მინისტრის მამასთან, ტარიელ ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია.
ეს არ არის კერძო სახლი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა, რომელზეც ვბალდებულია მუნიციპალიტეტი, რომ ირეაგიროს. ეს არის ბაზარი, რომელსაც თავისი მოგება აქვს და მუშაობს ბაზარი, კერზო საკუთრებაა, მფლობელია ვალდებული, რომ მისივე ობიექტს ჩაუტაროს რეაბილიტაცია და ამაში ხალხის ფული არ უნდა იხარჯებოდეს, მაგრამ ისეთი განუკითხაობა, როგორიც არის ახლა დედოფლისწყაროში, სადაც ღარიბაშვილის მამა წყვეტს ყველაფერს, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ღარიბაშვილის მამის მითითება იყოს, რომელიმე მისი ნათესავის ან მისი ინტერესიდან გამომდიანრეც იყოს, რომ ბაზრის რეაბილიტაცია განახორციელოს მერიამ," - განაცხადა ბესიკ დონაძემ.
დედოფლისწყაროს მერს ოპონენტებისგან განსხვავებული ახსნა აქვს. ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ბაზრის რეაბილიტაცია პროექტის "განახლებული რეგიონის" ფარგლებში მოხდა.
"განახლებული რეგიონის ფარგლებში" ფასადები კეთდება და ბაზარი და მიმდებარე ტერიტორიაც აქაა... ეს ბაზარი 30 თუ 32 მეპატრონის საკუთრება. სახელმწიფო რასაც აკეთებს, ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის ფულით კეთდება, რისი ფულით უნდა კეთდებოდეს. გითხარითმ, რომ ამ ორ ქუჩაზე ყველა კერძო მესაკუთრეა ორის გარდა," - ამბობს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.