კრემლის ინტერვენციის ჰიბრიდული სცენარით, ქართველი ხალხი მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდის - აუსტრევიჩუსი
რუსული ლაინერის ბათუმის პორტში მეორედ შესვლას და ქართველი ხალხის პროტესტს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ეხმაურება.
ქართველები აპროტესტებენ ბათუმში მორიგი რუსული კრუიზის ვიზიტს, რომელსაც კიდევ უფრო მეტირუსი ტურისტი მიჰყავს. კრემლის ინტერვენციის ჰიბრიდული სცენარით, ქართველი ხალხი მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდის," - წერს აუსტრევიჩუსი.
დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.