პოლიციამ ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 პირი დააკავა
პოლიციამ ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.
დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.