პოლიციელები პირდაპირი გაგებით, ელარჯს უწელავდნენ ამ ადამიანებს და ამის სამსახურში იყვნენ - ლევან ანთაძე

31.07.23 14:39
პოლიციელები პირდაპირი გაგებით,  ელარჯს უწელავდნენ ამ ადამიანებს და ამის სამსახურში იყვნენ - ლევან ანთაძე

"დაჭერებით ვერ შეაშინებენ ვერავის", - ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ანთაძემ ბათუმის პორტთან გამართული აქციისა და დაკავებების შეფასებისას გააკეთა. ბათუმში დაკავებულ აქციის 23 მონაწილეს შორის ლევან ანთაძის შვილიცაა.

ანთაძის შეფასებით, სამართალდამცავები დღეს არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეების სამსახურში იდგნენ.

დაჭერებით ვერ შეაშინებენ ვერავის, ბევრჯერ უცდიათ, მაგრამ არავის შეშინებია და არც შეეშინდებათ, აუცილებლად ეს ვარხანალია თავზე დაემხობათ. ეს პოლიციელები შეიძლება პირდაპირი გაგებით ითქვას, რომ ელარჯს უწელავდნენ ამ ადამიანებს და ამის სამსახურში იყვნენ," - განაცხადა ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები