გემის შემოსვლა იყო დაგეგმილი პროვოკაცია - რას იზამს აჭარა - ლაშა ადამია
"აჭარაში იდგა რუსეთის ჯარი და ყველას კარგად ახსოვს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია, რუსეთის ჯარი და აჭარა ამას არ დაუშვებს," - ეს განცხადება ლაშა ადამიამ გააკეთა. ადამია ბათუმის პორტში რუსული ლაინერის შემოსვლას და სამართალდამცავების მოქმედებებს იხსენებს. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, პოლიცია ხელოვნურად ძაბავდა სიტუაციას იმ მიზნით, რომ ბევრი მოქალაქე დაეკავებინათ.
ადამიას შეფასებით, რუსული ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლა, აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის რეაქციის დატესტვას ემსახურებოდა.
ვხედავდი სიტუაცია როგორ იძაბებოდა, ჯერ ხელოვნური ბარიერები შექმნეს, შემდეგ პოლიციამ გვითხრა, რომ საბაჟო ზონამდე შეგიძლიათ შეხვიდეთ, მერე ეს ხალხი გამოყარა. მე პირადად გადავაადგილდებოდი თავისუფლად, მაგრამ საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე, იმ ტერიტორიაზე არ შემოუშვეს, ეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის შენთვის უსაფრთხო გარემო და მე მაინტერესებს, მე რომ დავდიოდი, ჩემთვის უსაფრთხო იყო თუ არა? თუ შერჩევით უსაფრთხოებაზე იყო ლაპარაკი. პოლიცია გადმოდიოდა ძალადობაზე, უცებ იქმნებოდა რაღაც დაძაბულობის კერები და მოტაცებას ჰქონდა ადგილი, ვერ ვხვდებოდით რატომ აკავდებდნენ. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, როგორც გემის შემოსვლა იყო დაგეგმილი პროვოკაცია - რას იზამს აჭარა. აქ იდგა აჭარაში რუსეთის ჯარი და ყველას კარგად ახსოვს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია, რუსეთის ჯარი და აჭარა ამას არ დაუშვებს," - ამბობს ლაშა ადამია.