ხელმოცარულები, პულსი რომ არ ესინჯებათ რეიტინგში - ზარქუა ოპოზიციაზე
რუსული ლაინერი ბათუმის პორტში - "ქართული ოცნება" თავის დაცვას წინა ხელისუფლების კრიტიკით ცდილობს. მმართველი გუნდის ლიდერებმა ნაცვლად იმისა, რომ ახსნან, რატომ შემოდის ქართულ პორტში რუსული ლაინერი, რომლის მგზავრთა ნაწილს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვთ, იერიში ოპოზიციაზე მიაქვთ.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციას 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი შეახსენათ და ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.
ზარქუა ასევე მადლობას უხდის პოლიციას, რომელიც ბათუმის პორტში შემოსულ რუსულ ლაინერს იცავდა და აქციაზე 23 მოქალაქე დააკავა.
ეს ხელმოცარულები, პულსი რომ არ ესინჯებათ რეიტინგში, ახლა ვითომ მიაგნეს და გამოეკიდნენ. სახმელეთო საზღვარზე რომ ეპატიჟებოდა მათი ლიდერი, ჯერ კიდევ რუსების მიერ დაბომბილ ჩვენს სახლებს ბოლი რომ ასდიოდათ და მაგ დროს პარალელურად, რომ ეპატიჟებოდა, ჩვენი ბიჭების ცხედრები ისევ ბრძოლის ველზე რომ იყო დაყრილი, იქ როგორ არის ეს ორმაგი სტანდარტი, ვერ ხვდებიან? გემით შემოვა თუ ლარსის ხეობით ავტომობილით ლარსის ხეობით, რა განსხვავებაა? მადლობა მინდა ვუთხრა მაგარ ბიჭებს, პოლიციელებს," - განაცხადა ზარქუამ.