მთელი საქართველო ხვდება აღშფოთებით და მხოლოდ "ოცნების" პოლიტიკური ელიტა ეგებება ყვავილებით - გოცირიძე

31.07.23 15:35
მთელი საქართველო ხვდება აღშფოთებით და მხოლოდ "ოცნების" პოლიტიკური ელიტა ეგებება ყვავილებით - გოცირიძე

"მთელი საქართველო ხვდება აღშფოთებით და მხოლოდ "ოცნების" პოლიტიკური ელიტა მიესალმება და ეგებება ყვავილებით," - ასე აფასებს ევროოპტიმისტების ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ბათუმის პორტში განვითარებულ მოვლენებს.

რომან გოცირიძის შეფასებით, საკმაოდ მცირე ჯგუფია იმ ადამიანების, ვინც რუსული ლაინერის შემოსვლას ემხრობა. დეპუტატის თქმით, ოკუპანტი ქვეყნის გემის ბათუმის პორტში გამოჩენას არც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არ მიესალმებიან.

ეს სიმბოლო - დიდი გემი და მისი გაძევება, სხვათა შორის, როგორც ლავროვის შვილკის და მათი მაყრიონის გაპანღურება საქართველოდან, ეს არის ნიშანი მთელი ქვეყნის მოქალაქეების დამოკიდებულებისა რუსეთისადმი. ქართული ოცნების ამომრჩევნების 93.9% გმობს ამ გემის შემოსვლას და მხარს უჭერს ივანიშვილის მცირეოდენი კლანი," - ამბობს რომან გოცირიძე.
 

მსგავსი სიახლეები