პუტინისთვის სასურველი სცენარი არის, როდესაც საქართველო იზოლირებული იქნება დასავლეთისგან, მაშინ გადაგვყლაპავს - ბოკერია

31.07.23 15:38
პუტინისთვის სასურველი სცენარი არის, როდესაც საქართველო იზოლირებული იქნება დასავლეთისგან, მაშინ გადაგვყლაპავს - ბოკერია

"პუტინისთვის სასურველი სცენარი არის, როდესაც საქართველო იზოლირებული იქნება დასავლეთისგან, მაშინ გადაგვყლაპავს ბოლომდე", - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.

ბოკერიას თქმით, ბათუმში რუსული ლაინერის შემოსვლა საერთო ჭრილში უნდა იყოს განხილული, რადგან ხელისუფლებაში მყოფი ძალის ამოცანაა საქართველოს დასავლეთისგან დაშორება და რუსეთთან დაახლოება. 

როცა საუბარია იმაზე, რომ ოპოზიცია ან რომელიმე პარტია არის ამ აქციების ორგანიზატორი, ეს რა თქმა უნდა, სიცრუეა, ოღონდ ფართო გაგებით - მთელი ქართული საზოგადოება უნდა იყოს ოპოზიცია ასეთი ქვეყნის ინტერესების ღალატის, რასაც ვაკვირდებით ამ რეჟიმისგან. საქმე არ არის ცალკე აღებული ერთი ლაინერის შემოსვლაში, ვინმე, რომ არ მოტყუვდეს, საქმე არის იმ პოლიტიკაში, რომელიც ჩვენი მტრის პოზიციებს აძლიერებს ჩვენი ქვეყნის შიგნით და ჩვენ მოკავშირეებთან გვაშორებს ან დაუცველს გვტოვებს. რატომ მოსწონს პუტინის რეჟიმს ნაბიჯები ამ რეჟიმის, რატომ მიესალმება ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ მისთვის სასურველი სცენარი არის, როდესაც საქართველო იზოლირებული იქნება დასავლეთისგან, მაშინ გადაგვყლაპავს ბოლომდე," - ამბობს ბოკერია.
 

მსგავსი სიახლეები