"ოცნება" გვაშორებს დასავლეთს და ავტომატურად გვაახლოებს რუსეთთან - დაუშვილი
საქართველოში რუსული გავლენების ზრდაზე საუბრობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი. დეპუტატის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ ლაინერს ქართულ პორტში შემოსვლის უფლება მისცა, ადასტურებს, ოკუპანტი ქვეყნის გავლენების ზრდას.
ამ ლაინერის შემოვლა არის ერთ-ერთი მიმართულება სხვა მიმართულებებთან ერთად, რომლითაც იზრდება რუსული გავლენები საქართველოში და მთავარი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ "ოცნება" გვაშორებს დასავლეთს, ყველაზე ძლიერ მოკავშირეებს და ამით ავტომატურად გვაახლოებს რუსეთთან," - ამბობს დაუშვილი.
დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.