პოლიციელებს "ვემსახურებით საქართველოს" ნაცვლად მანქანაზე უნდა ეწეროთ ვემსახურებით ივანიშვილს - სამადაშვილი
"პოლიციელებს, რომლებსაც მანქანაზე აწერია, ვემსახურებით საქართველოს, რეალურად მათ უნდა ეწეროთ მანქანაზე, რომ ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს, არაფორმალურ მმართველს, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ამ 10 წელში, გაანადგურა," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რამ გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება. სალომე სამადაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ოკუპაციის შესახებ კანონს რუსეთის მოქალაქეები არღვევენ და საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს არ აღკვეთს.
ამ ხალხს ჰქვიათ რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მსახურები, რომლებიც ხალხს ეუბნებიან, რომ რა განსხვავებაა გემით ჩამოვა, სახმელეთო გზით თუ თვითმფრინავით. მინდა, ყველას შევახსენო, რამ გამოიწვია საზოგადოებრივი აღშფოთება ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ეს კონკრეტული შემტხვევა უკავშირდება იმას, რომ გაქაუქმა ივანიშვილმა სახელმწიფო, გააფორმა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია იმიტომ, რომ კანონი, რომელიც გვაქვს მიღებული ოკუპაციის შესახებ, ირღვევა, ამის შესახებ სააჯარო სივრცეში კეთდება განცხადებები, რომ ეს კანონი არის დარღვეული და იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო რეაგირებდეს კანონის დარღვევაზე, გადაწყვიტეს, რომ მიექსიათ ფორმიანი ადამიანები, არ ვაკადრებ ქართული პოლიიცის სახელის გამოყენებას ამ ადამიანებთან მიმართებაში, არ ვაკადრებ იმ ადამიანებს, ვინც ღირსებით ატარებს ან ატარა ფორმა. მიუქსიეს პირდაპირ ეს ბრბო ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევას," - ამბობს სალომე სამადაშვილი.
დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.