სიქაჯეა იმდენი პოლიციელი, რაც იქ დავინახეთ - ცოტნე კობერიძე

31.07.23 16:26
სიქაჯეა იმდენი პოლიციელი, რაც იქ დავინახეთ - ცოტნე კობერიძე

"სიქაჯეა იმდენი პოლიციელი, რაც იქ დავინახეთ," - ეს განცხადება "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ცოტნე კობერიძემ "დღის ამბებში" გააკეთა.

პოლიციელი რატომ იყო მიმწყდარი, რატომ დაიღალა და რატომ იწვნენ იქ, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონიათ ცხოვრებაში პრატიკა, რომ ასე დაეცვა საკუთარი მოქალაქე, ასეთი გამოწვევა არ ჰქონიათ - არავის დაუვალებია, მთელი ღამე გაეთენებინა, იმიტომ, რომ ახლა მოუწია რუსის დაცვა. მანქანას რომ აწერია "ვემსახურები საქართველოს", აქ შინაარსი დევს, რატომ არ წერია იქ, რომ ვემსახურები მთავრობას, იმიტომ, რომ უნდა გამიჯნო ადამიანმა ქვეყანა რა არის და საქართველო როგორც სიტყვა, ნიშნავს იმას, რომ გარდა გეოგრაფიისა, იმ ხალხისა, რომელიც აქ ცხოვრობს და იმ ისტორიისა, რაც გვაქვს და იმ ვექტორის, რომელიც ერთად გაგვაჩნია. ჩვენი ისტორიისა და ვექტორისთვისაც რუსეთი არის ჩვენი მტერი და ამ დროს ის, ვისაც აწერია, რომ ჩვენს ისტორიას ემსახურება, აღმოვაჩინეთ, რომ ამ მტერს ემსახურებოდა ყველაზე განსხვავებულად, ვიდრე როდესმე ვინმეს, იმიტომ დაიღალა და გაწყდა წელში," - ამბობს კობერიძე.

კობერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ ბათუმში რუსული ლაინერის შემოსვლის გაპროტესტება ქაჯობას შეადარა. 

კობახიძე არის კაცი, ადამიანი, რომელმაც იმ სკამში ჩასვა გავრილოვი და რუსი, რომლის გამოც, შიგნით პარტიაში ერთმანეთს ხოცავენ და ოპონენტებსაც ებრძვიან და ეს ძალიან მარტივად დაუთმო რუსს. მისთვის წარმოუდგენელია, რატომ შეიძლება გაღიზიანდეს რიგითი ბათუმელი რუსის ასე თავხედურად შემოსვლაზე, როცა ასე თავხედურად მის სკამში ჩასხდნენ და ეს გადაყლაპა, ამ კაცზე გვაქვს საუაბრი, ამიტომ უკვირთ ქოცებს აქეთ მხარის რეაქცია," - ამბობს ცოტნე კობერიძე.

მსგავსი სიახლეები