ბიძინა ივანიშვილს რუსული ოცნება - საქართველო ქართველების გარეშე, მოჰყავს მწყობრში - ხაბეიშვილი

31.07.23 16:56
ბიძინა ივანიშვილს რუსული ოცნება - საქართველო ქართველების გარეშე, მოჰყავს მწყობრში - ხაბეიშვილი

"მინიმალური გამარჯვება უკვე მოპოვებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კრუზის ქალაქებიდან ბათუმი ამოღებულია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გააკეთა.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, მმართველი ძალა ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას ცდილობს და ამის არაერთი მაგალითი არსებობს, მათ შორის, რუსული კანონის გატანის მცდელობა და პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის მიმართულებით.

ევროპული კრუიზის ნაცვლად მივიღეთ რუსული კრუიზი ბათუმში. ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება - საქართველო ქართველების გარეშე - მოჰყავს მწყობრში ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ვნახეთ რუსული კანონი, ვნახეთ რუსული აღდგენილი ფრენები იმის პარალელურად, რომ საბოტაჟი მოახდინონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის. ვნახეთ, რომ საქართველო შავ ხვრელად აქცია ივანიშვილმა სანქციების გვერდის ავლის. მინიმალური გამარჯვება უკვე მოპოვებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კრუზის ქალაქებიდან ბათუმი ამოღებულია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მოგვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები