დაკავებები ბათუმის პორტში - ბათუმის იზოლატორში სასწრაფო დახმარების ბრიგადის შესვლას აფერხებენ
ბათუმის პორტში დაკავებულებს იზოლატორებში ეძებენ. "პირველების" ინფრომაციით, ანტირუსულ აქციაზე დაპატიმრებულები ბათუმის გარდა სენაკის, ზუგდიდის და ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ მოთავსებული.
ბათუმში იზოლატორთან ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება, თუმცა, ჯერ შენობაში არ უშვებენ. ისინი მედიასთან დეტალებზე არ საუბრობენ.
10-15 წუთია სასწრაფოს არ უშვებენ და გაიყვანეს ამ ტერიტორიიდან. პოლიციელები სასწრაფოდ უსწორდებოდნენ იმისთვის, რომ იმისთვის, რომ РУССКИЙ КОРАБЛЬ-ში, ოკუპანტებს მოუწყვეს სანახაობა, თუ როგორ უსწორდებოდა ბიძინა ივანიშვილი პოლიციელების ხელით ქართველ ხალხს და თავმოყვარე ერს როგორ აბანძებდა რუსების წინაშე," - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
23 დაკავებულიდან ათამდე ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ერთ-ერთს ფიზიკური დაზიანებები აქვს. ამ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენმა მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში უკვე ჩააყენა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც სამართალდამცველების მიერ ჩადენილი გადაცდომის და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე რეაგირება უნდა მოახდინოს.