დაკავებები ბათუმის პორტში - დაკავებულების ოჯახის წევრებს მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

31.07.23 17:10
დაკავებები ბათუმის პორტში - დაკავებულების ოჯახის წევრებს მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

ბათუმის პორტში დაკავებულებს იზოლატორებში ეძებენ. "პირველების" ინფორმაციით, ანტირუსულ აქციაზე დაპატიმრებულები ბათუმის გარდა, სენაკის, ზუგდიდის და ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ მოთავსებული.

დაკავებულების ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორში არიან მათი ნათესავები გადაყვანილები.

23 დაკავებულიდან ათამდე ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ერთ-ერთს ფიზიკური დაზიანებები აქვს. ამ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენმა მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში უკვე ჩააყენა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც სამართალდამცველების მიერ ჩადენილი გადაცდომის და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

მსგავსი სიახლეები