აქედან გაქცეულმა რუსებმა უნდა გაავრცელონ ამბავი, რომ მათი ადგილი საქართველოში არ არის - გიორგი დუმბაძე

31.07.23 17:13
აქედან გაქცეულმა რუსებმა უნდა გაავრცელონ ამბავი, რომ მათი ადგილი საქართველოში არ არის - გიორგი დუმბაძე

რა მიზანი აქვს ბათუმში დღეს საღამოს დაგეგმილ აქციას და რა გზავნილი ექნებათ აქციის მონაწილეებს - გიორგი დუმბაძე ამბობს, რომ უმთავრესი მესიჯი უნდა გაავრცელონ ბათუმის პორტთან შეკრებილებმა. დუმბაძის თქმით, რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის ლაინერიდან აქციის მონაწილეებს ნახავენ, უკან, რუსეთში დაბრუნებულებმა თავიანთ თანამოქალაქეებს უნდა უთხრან, რომ საქართველოში მათი ადგილი არ არის. 

ეს არის ჩვენი გამარჯვება, თუმცა, მნიშვნელოვანია მაინც, რომ მაქსიმალური დისკომფორტი დავუტოვოთ. უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ აქედან გაქცეული რუსები ჩავიდნენ რუსეთში და გაავრცელონ ამბები, რომ მათი ადგილი საქართველოში არ არის და საქართველო მათი უკანა ეზო კარგა ხანია აღარ არის," - ამბობს გიორგი დუმბაძე.

ბათუმში ანტიპუტინისტური აქცია საღამოს 7 საათზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რუსული ლაინერის ბათუმის პორტში უპრობლემოდ შემოსვლას.

მსგავსი სიახლეები