ოპოზიციას "ოცნების" პირობებში კანდიდატის სტატუსი არ უნდა - "ოცნების" რადიკალური ფრთის მორიგი გზავნილი

31.07.23 17:25
ოპოზიციას "ოცნების" პირობებში კანდიდატის სტატუსი არ უნდა - "ოცნების" რადიკალური ფრთის მორიგი გზავნილი

"ოცნების" რადიკალური ფრთის მორიგი გზავნილი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საქართველო კანდიდატი წევრის სტატუსს ვერ მიიღებს და ეს ოპოზიციის ბრალი იქნება. უმრავლესობის წევრები პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაზე - რევოლუციაზე საუბრობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არაფერს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეასრულოს საქართველომ კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციები, არადა, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს 12 რეკომენდაციის შესრულებას - მთავარი კი დეოლიგარქიზაციაა, რომლის შესრულებასაც კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი არ განხილავს, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის ეხება.

ცისკარიშვილი გამობრძანდა შეხვედრიდან და თქვა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ არის მისაღები კანდიდატის სტატუსი. გიგი უგულავა პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, ჩვენ არაფერი არ გვინდა, მათ შორის არც კანდიდატის სტატუსი. ეს არის აღიარებული პოლიტიკა რადიკალური ოპოზიციის, რომ "ქართული ოცნების" პირობებში მათი აზრით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს, ისეთაც განულებულები არიან და საერთოდ ფეხზე ვეღარ დადგებიან, ეს არის მათი მოსაზრება," - ამბობს მაჭარაშვილი.

მსგავსი სიახლეები