ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს! - გახარია

31.07.23 17:42
ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს! - გახარია

"ბათუმში განვითარებული მოვლენებიც - „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება - ოცნების მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია," - ამ განცხადებას პარტია "საქარტველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ავრცელებს.

გახარიას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ქართველების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. 

ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბათუმში განვითარებული მოვლენებიც - „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება - ოცნების მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია. 
ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს! - წერს გახარია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები