საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს - სააკაშვილი
"საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს", - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი რუსული ლაინერის შემოსვლას და პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება.
როცა ჩვენ რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, საუბარი იყო ასეულობით - მაქსიმუმ ათასობით ადამიანზე და ისინი იფილტრებოდნენ.
მაშინ საქართველოს საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშები, ახლა შემოდის მილიონობით. ამათ 11 წელიწადში არ დაუკავებიათ არცერთი ჯაშუში.
საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს," - წერს სააკაშვილი.