„ყალბები“ და „ფარისევლები“ – „ოცნება“ ანტირუსული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ
ქაჯობის შემდეგ სიყალბე - კახა კალაძემ სულ ფარისევლები ეძახა საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც ქვეყანას რუსი პროპაგანდისტებისგან იცავდა. თბილისის მერი ვერ იგებს, რატომ დგას ქართველი ხალხი სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე და რატომ აკეთებს იმას, რაც ხელისუფლების გასაკეთებელია.
კობახიძის მიერ დაწყებული „ქაჯობის“ პროპაგანდა კი დღეს ვოლსკიმ გააგრძელა. დეპუტატები მმართველი პარტიიდან შეურაცხყოფას საქართველოს მოქალაქეებს დღეს ერთი მეორეს მიყოლებით აყენებდნენ.
"არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსების შემოსვლას მაშინ, როდესაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, -"ეს კი ელჩი დეგნანის განცხადებაა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.