"გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს" - სახდეპი საქართველო-ჩინეთის პარტნიორობაზე

01.08.23 09:52
"გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს" - სახდეპი საქართველო-ჩინეთის პარტნიორობაზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველო-ჩინეთის სატრეტგიულ პარტნიორობას ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ სახდეპის პრეს-სპიეკრი გამოცემა "აქცენტთან" საუბრობს.

უწყების წარმომადგენლის განმარტებით, აშშ უნდა დარწმუნდეს, რომ აქტივობები გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობით ხორციელდება. მისი თქმით, ჩინეთს დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ დაპირება ხშირად მიუცია, თუცა არ შეუსრულებია. 

არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო საქართველოში სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტირების ან ჩართულობის. ჩვენი შეშფოთება კი დაკავშირებულია შემდეგთან: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებით და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური პირობები. საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ საკუთარ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ ვისთან სურთ ბიზნესის კეთება ან ინვესტირება. თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური აღიარებების სანაცვლოდ, რომელიც საბოლოოდ შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს", - განუცხადა გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა.

მსგავსი სიახლეები