ოპოზიციამ ბათუმის აქციისთვის მთელი საქართველოდან 150 კაცი ძლივს მოაგროვა - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ბათუმში გამართულ ანტირუსული აქცია ოპოზიციის ორგანიზებული იყო. ირაკლი კობახიძე იწმუნება, რომ ამდენმა პარტიამაც კი აქციაზე ხალხის მხოლოდ მცირე რაოდენობის მიყვანა შეძლო.
მთელი საქართველოდან ბათუმში ჩაიყვანეს ხალხი და 150 კაცი ძლივს მოაგროვეს. ეს იყო კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამაში შედის, პარტია ნაცმოძრაობა, "ლელო", გახარიას პარტია, "ევროპული საქართველო", ისინი იდგნენ იქ. მთელი საქართველოდან ამდენმა პარტიამ ძლივს მოაგროვა 150 კაცი და თბილისში ნახეთ გუიშინდელი აქცია ასევე ძლივს მოაგროვეს რამდნიმე ათეული ადამიანი.