კობახიძის მტკიცებით, ბათუმში გამართული აქცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით და გარე დავალებებით იყო ნაკარნახევი

01.08.23 11:45
კობახიძის მტკიცებით, ბათუმში გამართული აქცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით და გარე დავალებებით იყო ნაკარნახევი

მმართველი პარტიის თავმდჯომარე ამტკიცებს, რომ ბათუმში გამართული აქცია "ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით და გარე დავალებებით იყო ნაკარნახევი". ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ეკონონიკური წინსწვლის გამო ენმ და მისი უცხოეული პარტნიორები უკიდურესად შფოთავენ.

გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, პირველ რიგში, კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური კამპანია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

ყველას გვახსოვს, როგორ საუბრობდნენ იმავე პერიოდში, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები, რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდო ანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორი გუშინ ბათუმში გამართული აქცია მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები