უსაფრთხოების საკითხებში რუსეთი ჩვენი პარტნიორია - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნის მთავარ პარტნიორად რუსეთი დაასახელა. ფაშინიანის თქმით, რუსეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ შეთანხმებები უკვე არსებობს.
უსაფრთხოების სფეროში რუსეთი უმთავრესი პარტნიორია, მასთან გვაქვს შეთანხმებები ჯარების ერთიანი დაჯგუფებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ და ეს შეთანხმებები გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არის ჩვენი მთავარი უსაფრთხოების სისტემა, რომელშიც ვმონაწილეობთ"
რუსეთთან გვაქვს შეთანხმებები ჯარების ერთიანი დაჯგუფებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ და ეს შეთანხმებები გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს., – განაცხადა ფაშინიანმა.