ყველა მოძალადე პოლიციელი უნდა დაისაჯოს, რომ არ გადავიქცეთ "გრუზიად" - ლევან ანთიძე

01.08.23 13:37
ყველა მოძალადე პოლიციელი უნდა დაისაჯოს, რომ არ გადავიქცეთ "გრუზიად" - ლევან ანთიძე

ენმ-ს წევრი და ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ილია ანთიძის მამა ყველა იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, ვინც გუშინ ბათუმში მოქალაქეებს ძალადობდა. ლევან ანთიძის თქმით, მოქალაქეებისთვის დაზიანებების მიყენების შესახებ ბრძანება გუშინ პოლიციას სწორედ რუსულმა ოცნებამ დაავალა. 

ფაქტია ერთი, რომ აქ ბრძანება ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ამ რუსი ქოცებიდან, რაც შეიძლება მძიმე დაზიანებები მიეყენებინათ დაპატიმრებულებისთვის და მაქსიმალურად ასრულებდნენ ჩვენი აჭარის მილიციის ზონდერები, ხელმძღვანელებს ვგულისხმობ აქ, ესენი ასრულებდნენ, სპეცნაზი ჰაყვდათ შემოყვანილ, რომელთა საქმე ადამიანების დარბევა კი არა, კრიმინალთან ბრძოლაა. 
ხელმძღვანელიდან დაწყებული ბოლო პოლიციელამდე ყველა ვინც ძალადობდა, ყველა უნდა დაისაჯოს, რომ არა გადავაქციოთ საქართველო „გრუზიად“ და ღორების ქვეყანად

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სასმართლოში ამ წუთებში ლევან ანთიძის შვილის, ილია ანთიძის სასამართლო პროცესი იწყება. 

მსგავსი სიახლეები