კობახიძეს მორიგი ისტერიული შემოტევა აქვს - გრიგოლ გეგელია "ოცნების" ლიდერის ბრალდებებზე

01.08.23 13:48
კობახიძეს მორიგი ისტერიული შემოტევა აქვს - გრიგოლ გეგელია "ოცნების" ლიდერის ბრალდებებზე

კობახიძის კიდევ ერთი ისტერიული შემოტევა, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია "ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას. კობახიძემ დღეს თქვა, რომ ბათუმში გამართული ანტირუსული აქცია ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული.

გრიგოლ გეგელია კობახიძის ბრალდებებს კატეგრიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ "ლელო" დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც საკუტარი მტკიცებ პოზიციები გააჩნია. 

კობახიძეს აქვს კიდევ ერთი ისტერიული შემოტევა. არანაირი კავშირის „ლელოს“, გახარიას  და ენმ-ს შორის არ არსებობს. „ლელო“ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და სადაც „ლელოა“ წარმოდგენილი, იცავს თავის პოზიციებს და არა ვიღაცის პოზიციებს. შესაბამისად, ეს არის აბსურდი და ძალიან კომიკური მოსაზრება. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს კობახიძზე იცავს ღიად ოკუპანტებს, იცავს საქართელოს კანონის დამრღვევებს და თავისი ხალხის წინააღმდეგ ჰყავს დარაზმული ასობით პოლიციელი. დღე კობახიძე წარმოადგენს რუსულ რეჟიმს, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

მსგავსი სიახლეები