იაფფასიანი ქაჯები ხართ - ჩიხლაძე "ოცნებას"

01.08.23 14:07
იაფფასიანი ქაჯები ხართ - ჩიხლაძე "ოცნებას"

300 ათას ლარად "ოცნება" ოკუპანტებს ეგუება და ფეხქვეშ ეფინება, - ასე აფასებს "სტარტეგია აღმაშენებლის'" წევრი სერგო ჩიხლაძე ირაკლი კობახიძის ბრელდებებს ოპოზიციის მიმართ. ჩიხლაძემ "ოცნების" ლიდერებს იაფფასიანი ქაჯები უწოდა და თქვა, რომ 300 ათას ლარად ხელისუფლება მზადაა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა 300 ათას ლარზე გაყიდოს. 

იაფფასიანი ქაჯი ბრძანდებით, ბატონო ირაკლი, ბატონო კახი და სხვებო... 300 ათას ლარად ყიდიან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, 300 ათას ლარად ეგუებიან ოკუპაციას, 300 ათას ლარად ფეხქვეშ უნდა გაეფინონ ოკუპანტს, რომლებიც პირდაპირ შეურაცხყოფას გაყენებენ, გარდა იმისა, რომ ოკუპანტია, დეკლარირებულად შეურაცხყოფას გაყენებს. აი, ეს ხალხი ხართ თქვენ და ვისზე რას ამბობთ, საერთოდ? ვისკენ იშვერთ ისრებს? იაფფასიანი ქაჯები და მოღალატეები ხართ. აღიარეთ მაშინ, რომ გაღელვებთ, გეშინიათ, მაგრამ ნებისმიერ შემტხვევაში, ეს სიძულვილის ენა, ეს ლანძღვა, ეს გინება, სხვისი დამცირება არაფერს მოგცემთ, - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

ირაკლი კობახიძემ დღეს ოპოზიცია ბათუმში ანტირუსული აქციის დაგეგმვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რომ არა ოპონენტების პროტესტი,  თითოეული კრუიზიდან ქვეყანას 350 ათასი  ლარი დაღჩებოდა,  

მსგავსი სიახლეები