გახარიას გაუჭირდება „ქართული ოცნების“ გაკრიტიკება - მაჭარაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ გაკრიტიკება გაუჭირდება, რადგან ის თავად იყო ამ გუნდის წევრი.
გიორგი გახარიას გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ გააკრიტიკოს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის გაკრიტიკება, ვინაიდან ის თავად გახლდათ ამ პარტიის ერთერთი ლიდერი. შესაბამისად, „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენცია მისთვის მარტივი არ იქნება. რაც შეეხება მის მიზნებსა და მის პლატფორმას, ეს ჯერ არ ვიცით, არ დაუნანონსებია არაფერი და მას არაფერი უთქვამს ამის შესახებ. სჯობს, ჯერ თავად თქვას, რა მიზნები აქვს და რით განსხვავდება ის ქართული ოცნებისგან“, - ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია დღეს, 17:00 საათზე "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართება.