კობახიძისთვის ოკუპაციაზე კითხვების დასმა პროვოკაციაა
ირაკლი კობახიძის აზრით, რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციაზე კითხვის დასმა პროვოკაციაა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სამიზნე დღეს დამოუკიდებელი ჟურნალისტები გახდნენ.
ეს იყო პრვოკაცია, როდესაც რუსეთიდან ადამიანი შემოდის, დასდევს ჟურნალისტი კითხვას უსვამს ამ თემაზე, ეს ხო თავისთავად უკვე პროვოკაციაა. სერბეთში რომ ჩავიდნენ მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არაა სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, რაც უთხრეს იმას იმეორებენ. ეს არის რეალობა, მაგრამ როგორც კი ჟურნალისტი გაეკიდება ამ ადამიანებს, დაუსვამს ამ კითხვებს და მერე ამას აშუქებს ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. ეს არის ნაცმოძრაობის პროვოკაცია, მხოლოდ ის ტელევიზიები აკეთებდნენ ამას, რომელცი ეკუთვნის ნაცმოძრაობას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.