ქართველი ხალხის სახელით საუბარი ელჩის საქმე არაა - კობახიძე დეგნანის წინააღმდეგ
ქართველი ხახლის სახელით საუბარი ელჩის საქმე არ არის - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.
კობახიძემ ელჩის განცხადებას "გაუგებარი" უწოდა რადგან, მისი თქმით, ის, რაც დეგნანმა რუსების შემოსვლაზე თქვა, "ქართველი ხალხი ასე არ ფიქრობს".
ეს გაუგებარი განცხადება იყო, რბილად რომ ვთქვათ. ასე არავინ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა, ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგნელები, რომ არც ერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არის სხვა აზრზე... და ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 ნაციონალის აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია. იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა, საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ არასწორია", - თქვა კობახიძემ.
კელი დეგნანი ბათუმის პორტში გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველებისგან არავინ უნდა ელოდოს იმას, რომ ისინი რუსეთიდან ჩამოსულ ხალხს მიესალმებიან.