სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან - კარასინი ბათუმის აქციაზე
"სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან" - ასე გამოეხმაურა გრიგორი კარასინი რუსი ტურისტების საკრუიზო გემის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას.
გრიგორი კარასინის თქმით, "სააკაშვილის მიერ დანერგილი სიძულვილი რუსების მიმართ კვლავ ცოცხალია".
სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან დანერგა, ცოცხალია. ის ზოგჯერ გაქრობის პირასაა, შემდეგ კი ისევ თავიდან ჩნდება. საინტერესოა, რას მიაღწიეს მყვირალა-სააკაშვილებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩამოსული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება? პასუხი ნათელია. მაგრამ მაინც", - წერს კარასინი.
31 ივლისს გვიან ღამით ბათუმის პორტში დაწყებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა.