სირცხვილის კორიდორი გახარიას - პარტიის პრეზენტაციის პარალელურად აქცია გაიმართება

29.05.21 15:17
სირცხვილის კორიდორი გახარიას - პარტიის პრეზენტაციის პარალელურად აქცია გაიმართება

გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" პრეზენტაციის პარალელურად "ექსპო-ჯორჯიასთან" სამოქალაქო აქტივისტები და 20 ივნისის სისხლიან ღამეს დაზარალებულები  შეიკრიბებიან და  აქციას გამართავენ. მოძრაობა "შეცვალეს" და "საქართველოსთვის" წევრები გახარიას პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას  შეძახილებითა და საყვირებით გააპროტესტებენ.

იქნება შეხსენება გიორგი გახარიას დანაშაულებრივი კარიერის შესახებ და იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელიც 20 ივნისის ისტორიის  არასწორ მხარეს იდგა, ვერასდროს იქნება ამ საერთო ოპოზიციური მაგიდის გარშემო ვერ დაჯდება. მისი დანაშაულები გვექნება გამოტანილი ტრანსფარანტებზე", - ამბობს ნიკა ფარულავა. 

გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 17:00 საათზეა ჩანიშნული.