"ოცნება" მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ - კობახიძემ "ლელოს" ლიდერი ანაკლიის პროექტის ჩაშლაში დაადანაშაულა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩაიშალა იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძემ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა დასავლური ინვესტიციების შემოტანა ვერ მოახერხა. ამერიკამ კი დასავლეთ საქართველოს ამ სტრატეგიულ ობიექტში კომერციული ინტერესი ვერ დაინახა.
თავის დროზე, როცა ებარა ეს პროექტი კონსორცუმს, ხაზარაძეს, მან ვერ მოახერხა ვერცერთი ცენტი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა. შესაბამსიად, ზრუნვა არ ჩანდა, სამწუხაროდ, ჩანდა პირიქით, რომ კონკრეტული ინტერესი არ არსებობდა ამ პროექტის მიმართ. რა თქმა უნდა, რაც ახსნადი შეიძლება იყოს, შეიძლება ამერიკა თავისთვის ვერ ხედავს კომერციულ ან ეკონომიკურ ინტერესს ამ პორტის მიმართ, სხვა შემთხვევაში ინვესტიცია ჩაიდებოდა. ეს ვერ მოადა. ეს ვერ მოახეხა, ამთ შორის, ვერც ხაზარაძის კონსორციუმმა, - თქვა კობახიძემ.
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2020 წელს შეჩერდა, რადგან საქართველოს მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა.