ვისაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა არ ესმის, პოლიტიკაში გამოსაჩენი არ არის - პაპუაშვილი

01.08.23 15:50
ვისაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა არ ესმის, პოლიტიკაში გამოსაჩენი არ არის - პაპუაშვილი

მმართველი პარტიის ლიდერი შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ღარიბაშვილის მთავრობის მნიშნელოვანი მიღწევაა. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ პოლიტიკიდან გასაშვებია ყველა, ვისაც არნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობა არ ესმის. 

ეს გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიღწევაირაკლი ღრაიბაშილის მთავრობის.  ის ხალხი, იქნებიან ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თუ ახლა უკვე ახლადგამოჩენილი ჩინეთის ექსპერტები, რომელბსაც აქამდე ჩინეთთან დაკავშირებით 1 წუთითაც კი არ უნმუშავიათ, ერთი სტატიაც არ წაუკითხავთ, ახლა ჩინეთზე საუბრობენ, ეს ხალხი თუ ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიულ ურთიერთობას, საერთოდ გამოსაჩენი არ არის არც პოლიტიკაშ და არც საექსპერტო წრეებში. ამიტომ არის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ არც ცოდნა ჰყოფნით და არც კომპეტენცია, რომ ამაზე ისაუბრონ, დგანან და რაღაც წინადადებებს ეძიებიან, - ამბობს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები